უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

უკრაინის მხარდასაჭერად პრეზიდენტის რეზიდენციაში მიღება გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, უკრაინის დახმარება კი დღითიდღე იზრდება. მისივე თქმით, უკრაინაში ომის შედეგები მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ომის დაწყების დღიდან უპირობოდ დგას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, ეს თანადგომა მომავალშიც ურყევად გაგრძელდება. შეკრებილებს სიტყვით მიმართა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმაც.