პრეზიდენტი ელჩებს შეხვდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. ორბელიანების სასახლეში გამართულ დისკუსიაზე სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ მომავალზე. მან დიპლომატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ზურაბიშვილის მოწოდებისა, რომ განეხილათ ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენები – საკითხზე არ იმსჯელებენ, რადგან ეს დღის წესრიგით გათვალისწინებული არ არის.