პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურება

„ადამიანი როდესაც პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და პოლიციელს რუსად მოიხსენიებს, მგონი, დამთავრებულია ამ თანამდებობაზე მისი ყოფნის ყოველგვარი ლეგიტიმაცია“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის „ტვიტს“, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. საუბარია პრეზიდენტის იმ პოსტზე, სადაც მან აღნიშნა: „სპეცნაზელები“ მზადყოფნაში არიან, ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ დაიწყონ მოქმედება, საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს“. “მან ეს გააკეთა თავის „ტვიტში“, როდესაც მათ „სპეცნაზელები“ უწოდა და რუსული ტერმინი გამოიყენა, რუსული სიტყვა გამოიყენა ქართული პოლიციის წინააღმდეგ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

აღნიშნული „ტვიტის“ შემდეგ კი, პრეზიდენტმა განცხადება უკვე „ფეისბუქზე“ გაავრცელა, სადაც წერია : „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს. საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება!“ – დაწერა პრეზიდენტმა.