მიღება ორბელიანების სასახლეში

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის სტუმრებს უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა „თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრის“ დამფუძნებელი კახა გველესიანი და არტ დირექტორი ერიკ შლოსერი ღირსების მედლით დააჯილდოვა. ჯილდო მათ თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადაეცათ. პრეზიდენტის თქმით, ისეთი ღონისძიებები, როგორიც თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაა, აჩენს რწმენას, რომ საქართველო არ არის ჩამოშორებული ევროპას.