სერგეი ლავროვი დღეს რუსეთ-უკრაინის ომის შუამავალ თურქეთში ჩავიდა.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, რომ საომარი მოქმედებები მოსკოვის პრეტენზიების გათვალისწინებით დასრულდეს და მსოფლიოში ერთი ქვეყნის ჰეგემონია არ იყოს. შუამავალი თურქეთი კრიზისში დიპლომატიური ჩართულობის პირობას დებს და სამშვიდობო ინიციატივებს უჭერს მხარს. ანკარაში ფიქრობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი მსოფლიოს ზიანს აყენებს და შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დასრულდეს. შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი,
ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობა, უკრაინის ომი, ყარაბაღის საკითხი, სირიის კრიზისი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი – დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული იყო.
თურქეთის შუამავლობის ფონზე უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, რუსეთი კი კვლავ შეტევას ცდილობს, რაც უახლოეს მომავალში კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის.