ოფიციალური კიევი უკრაინის საჰაერო სივრცეში ასაფრენი ზონის შემოღებაზე უარის თქმის გამო, ნატო-ს წევრ ქვეყნებს მწვავედ აკრიტიკებს. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ნატო ამკვიდრებს ნარატივს, რომ საჰაერო სივრცის დახურვა ნატო-ს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გამოიწვევს.
განცხადებებში საკმაოდ კრიტიკულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, რომლის შეფასებითაც ევროკავშირთან შედარებით, ნატო საკმაოდ სუსტია. ალიანსის წევრების პოზიცია ამ დრომდე უცვლელია – დასავლეთი უკრაინის ასაფრენ ზონად გამოცხადებაზე უარს ამბობს.
რას ნიშნავს ნატო-ს ეს გადაწყვეტილება და რა გავლენას მოახდენს ის ომის მიმდინარეობაზე – გივი ბარამიძე გიამბობთ.