შედგება თუ არა საპარლამენტო პარტიების შეთანხმება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ შემუშავებული პროექტი სრულად ესადაგება არსებულ ვითარებას და გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. პარტია „დროას“ მომზადებული აქვს საკუთარი პროექტი, ასევე რეზოლუციის ტექსტი შეადგინეს „ევროპელმა სოციალისტებმაც“. ალტერნატიული პროექტის წარდგენას არ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს უკვე არსებული პროექტის შესწორება.