უკრაინასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დღეს ბიუროს სხდომაზე გავა. დოკუმენტი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის და მას მმართველი გუნდის გარდა, არცერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაცია დოკუმენტში ნახსენები არ არის. ოპოზიცია გეგმავს, რომ ტექსტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკომიტეტო მოსმენებზე საკუთარი წინადადებები წარადგინოს.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე შედგება თუ არა საპარლამენტო პარტიების შეთანხმება, ეს სავარაუდოდ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ გახდება ცნობილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რეზოლუციის დოკუმენტი სრულიად ასახავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, თუმცა, მზად არიან ოპოზიციის მხრიდან წინადადებები მოისმინონ.