უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია

საპარლამენტო პარტიები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. საკანონმდებლო ორგანოში გუშინ ორი შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წევრების განმარტებით, მმართველმა გუნდმა რეზოლუციის პროექტში შეიტანა შესწორებები, რასაც არ ეთანხმებიან. დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაარეგისტრირა. საკუთარი ვერსიის დამოუკიდებლად წარდგენას გეგმავენ ოპოზიციური ძალები. დოკუმენტის შინაარსზე მსჯელობას ისინი დღესაც გააგრძელებენ.