თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინაში მიმდინარე ომისა და კრემლის აგრესიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
შეკრებილებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერით: „რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს“, „პუტინი ტერორისტია“, „დიდება უკრაინას!“.
დემონსტრაცია ფონდ „თავისუფალი რუსეთის“ ორგანიზებით დაიგეგმა. აქციის მონაწილეებმა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.