თავისუფლების მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია იმართება. აქციაზე, როგორც საქართველოში მცხოვრები უკრაინის, ასევე საქართველოს მოქალაქეებიც არიან შეკრებილები. თავდაპირველად, აქცია 14 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, უკრაინელმა აქტივისტებმა ის გადადეს. 14 ოქტომბერს უკრაინელები ერთდროულად სამ დღესასწაულს აღნიშნავენ – უკრაინის დამცველთა დღეს, უკრაინელი კაზაკების დღესა და ღვთისმშობლის შუამავლობის დღესასწაულს.