უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დღეიდან ახალ კამპანიას იწყებს „აწარმოე საქართველოში“. კამპანიაში ქართული კომპანიები ერთვებიან. მათ მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია „აწარმოე საქართველოს“ ოფისში შეგროვდება. დახმარება უნდა გაეწიოს როგორც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, ასევე შემდეგ ეტაპზე ომში მყოფ უკრაინას.