უკრაინა ისევ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან სამხედროების ნაწილის ყაზარმებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. პუტინი აცხადებს, რომ ევროპაში ომი არ სურს. დასავლეთში კი ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფრთხილი ოპტიმიზმით ხვდებიან. პარალელურად, რუსეთის დუმამ მიიღო მიმართვა, რომელშიც ვლადიმერ პუტინს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ შესაძლებელია. კიევში აცხადებენ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მინსკის შეთანხმება ფაქტობრივად ანულირებული იქნება. დიპლომატიური მოლაპარაკებების ფონზე უკრაინის მთავრობა 16 თებერვალს ერთიანობის დღედ აცხადებს და მოუწოდებს პოლიტიკოსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეს სამშობლოში დაბრუნდნენ.