უკრაინის გენპროკურატურა სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას გაასაჩივრებს

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ამის შესახებ იური ლუცენკომ განაცხადა.

კიევის სასამართლომ სააკაშვილი დარბაზიდან თავდებით გაათავისუფლა.  პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მხარდამჭერები დახვდნენ.

სააკაშვილმა მორიგი საპროტესტო აქციაც დააანონსა,  რომელიც კიევში კვირას გაიმართება.