უკრაინის ელჩი - საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განიხილება
საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა.
მისი თქმით, ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების თემა.