უკრაინის დროშები საკრებულოების ფასადებზე

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბათუმის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. მათი თქმით, ხელისუფლება არ გამოხატავს სოლიდარობას და არ დგას ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინის დროშა თელავის ადმინისტრაციული შენობიდანაც გადმოფინა. დღესვე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკრებულოს სხდომაზე ინიციატივას დააყენებენ, დაძმობილებული ქალაქ ხერსონისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის შესახებ.

უკრაინის დროშები ფოთის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობებშიც გადმოფინეს. სოლიდარობის მხარდასაჭერად აქტივობა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაიგეგმა. უკრაინის დროშები გადმოფინეს გორის საკრებულოშიც.