რუსეთისგან მხარდაჭერილი უკრაინელი სეპარატისტების განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება დონბასში საომარი მოქმედებების განახლებისთვის ემზადება. არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი დენის პუშილინი ამბობს, რომ კონტაქტის ხაზზე უცხოელი მრჩეველები და ინსტრუქტორები მორიგეობენ, რომლებიც დაკავებულები არიან დივერსიული ჯგუფების მომზადებით. პუშილინმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი „ყოველგვარ შეთანხმებას“ ბლოკავს და ხელს უშლის ჰუმანიტარული კოლონების გავლას. მანამდე სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარემ, უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა, ლეონიდ კრავჩუკმა თქვა, რომ თუ რუსეთი თავს კონფლიქტის მხარედ არ აღიარებს, ამას შესაძლოა, კიევის რადიკალური ნაბიჯები მოჰყვეს.
მოამბე