როგორია 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩებიან. კლინიკებში ბავშვები სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი, 20 აპრილს შეიყვანეს.
საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.