"უკრაინელებს ჩემი ქვეყნიდან გაძევება, თავიდან მოშორება სურთ" - სააკაშვილმა „ალჯაზირა“-ს ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა
უკრაინელებს ჩემი დაპატიმრება არ უნდათ, მათ ჩემი არა გასამართლება, არამედ გაძევება, თავიდან მოშორება სურთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა „ალჯაზირა“-ს ჟურნალისტის მეჰდი ჰასანის გადაცემაში განაცხადა.
ტელეწამყვანი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავებით დაინტერესდა. ჰასანმა სააკაშვილს ჰკითხა, თუ ის უდანაშაულოა, რატომ არ ბრუნდება საქართველოში. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას უკრაინაში ახალგაზრდების მხარდაჭერა აქვს, თუმცა, წამყვანმა მას შეახსენა, რომ მისი მხარდამჭერთა რაოდენობა 5%-ს არ აღემატება.