უკრაინაში სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ცნობით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში მკვლელობა ჩაიდინა. ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს რვა წლის განმავლობაში საერთაშორისო მასშტაბით ეძებდნენ. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ოდესაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, სასამართლომ მისი 40 დღით დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ამ პერიოდში, საქართველოს მოქალაქის ექსტრადირების საკითხი უნდა გადაწყდეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, 35 წლის მამაკაცს, საქართველოს პოლიცია 2005 წელს, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობის საქმეზე ეძებს. 2011 წელს მისი სახელი და გვარი ინტერპოლს გადაეცა.