უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინელი ხალხი ქვეყნის ახალ ლიდერს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნები უკვე 3 საათზე მეტია მიმდინარეობს.

ქვეყნის ახალი მეთაურის არჩევა უკრაინელებს 39 კანდიდატს შორის უწევს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 29 000 საარჩევნო უბანზე მეტი.

უსაფრთხების დასაცავად ქუჩებში მობილიზებულია 136 000 პოლიციელი.

კენჭისყრის პროცესს უკრაინაში ჩვენი გადამღები ჯგუფი აშუქებს.