კიევი თავდასხმის მოლოდინშია. ქვეყანაში საომარი მოქმედებები გრძელდება. უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით ტანკების კოლონა მიემართება. დასტურდება ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული სამხედრო მანქანა გაიტაცეს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია აქტიური საბრძოლო მოქმედებების შესახებ. გოსტომელთან უკრაინელი სამხედროები ოკუპანტის შეჩერებას ცდილობენ. მორიგი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ. ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ დასავლეთის პასუხი და არსებული სანქციები საკმარისი არ არის. მისი თქმით, რუსეთს ადრე თუ გვიან მოუწევს უკრაინასთან საუბარი იმაზე, თუ როგორც უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ დარტყმის ქვეშ ერთიანად არიან სამხედროებიც და მშვიდობიანი მოქალაქეებიც. რატი ხვისტანი კიევიდან.