უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 47 წლის ედიშერ კვარაცხელიას რამდენიმე წუთში, სამხედრო პატივით საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის დონეცკის ოლქში, ბახმუტის რაიონში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ომს უკვე 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.