უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, არჩილ დევრისაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს. მანამდე მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.

არჩილ დევრისაშვილი ბახმუტთან შეტაკებებს ემსხვერპლა. ის უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩავიდა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

არჩილ დევრისაშვილი აგვისტოს ომის ვეტერანი იყო.