უკრაინაში დაღუპული მებრძოლის ჩამოსვენება

უკრაინიდან თბილისში კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს. გელენიძის ცხედარს აეროპორტში ლასარეს ტერმინალში ახლობლები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დახვდნენ და პატივი მიაგეს. ის ბახმუტთან საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, საბრძოლო მოქმედებებში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.