უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერია საკუთარ სახლში გადაასვენეს
15:05, 08.12.2022
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია გურიაში, სოფელ გვიმბალაურში, საკუთარ სახლში დღეს გადაასვენეს. ჯარისკაცის ცხედარს ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც დახვდნენ. 25 წლის ჯამბულათ ხოფერიას შაბათს დაკრძალავენ.