უკრაინაში დაღუპული მიხეილ თევდორაძე დღეს დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ თევდორაძე სამხედრო პატივით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს. დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს სამძიმარი გიორგი ვაშაძემ და ხატია დეკანოიძემ გამოუცხადა. მიხეილ თევდორაძე ქალაქ ბახმუტთან დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, მებრძოლებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, რომელიც ადგილზე თევდორაძემ მიიტანა, რა დროსაც მას სნაიპერმა ესროლა.