უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საელჩო. დიპლომატიური უწყების ცნობით, ერთ-ერთი ცხედრის გამოყვანა უკვე მოხერხდა. ამ დრომდე შეუძლებელია 3 დეკემბერს, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას გარდაცვლილი კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლის გამოყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბახმუტთან ე.წ. კადიროველთა თავდასხმას ემსხვერპლნენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას, ომის დაწყებიდან დღემდე, უკვე 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.