უკრაინაში დაღუპული მებრძოლის სამხედრო პატივით დაკრძალვა

უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს, ჯამბულატ ხოფერიას თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები ემშვიდობებიან. ოჯახს მიუსამძიმრეს გურიის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ქართველ მებრძოლს მშობლიურ მხარეში სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

25 წლის მეომარი, საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პირველივე დღიდან იყო ჩაბმული საბრძოლო მოქმედებებში. უკრაინაში იბრძოდა მისი მამაც.

გადმოსვენებამდე, ჯამბულატ ხოფერიას პანაშვიდი, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. მას ბიძის, გვერდით დაკრძალავენ, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა.