საომარი მოქმედებების ზღვარზე მყოფი ქვეყნის ხელისუფლება თავიდან აცილებულ დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
გეგმა, რომელსაც უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო განეიტრალებულად აცხადებს, ოფიციალური კიევის მხრიდან ჰიბრიდული ომის ნაწილად ცხადდება. დაკავებულია რამდენიმე პირი. საპროტესტო აქციები დედაქალაქში და კიდევ რამდენიმე ოლქში, თავდასხმები სამართალდამცავებზე, სახელმწიფო შენობებზე თავდასხმა და ვითარების დასამძიმებლად აქციების დროს სხვადასხვა საშუალების გამოყენება – ასეთი იყო გეგმა, რომელსაც საგამოძიებო უწყებების ცნობით, ქვეყანაში შიდა არეულობა უნდა გამოეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, დემონსტრაციების მოსაწყობად სოლიდური თანხაც იყო გამოყოფილი. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი უკრაინაში გადატრიალების გეგმას ამზადებდა.
ლევან ახალაია კიევიდან.