დღეიდან, უკრაინა-საქართველოს შორის მიმოსვლა „აი დი“ ბარათებით იქნება შესაძლებელი. შეთანხმება ამის შესახებ, გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა. უვიზო მიმოსვლით მოქალაქეები 90 დღის განმავლობაში ისარგებლებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მგზავრობის გამარტივება, ორი ქვეყანის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.