პოლონეთის ქალაქი პოზნანი დღეს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე.
ორ საათზე ნაკლები დრო რჩება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩამდე. ეს არის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა. თუ ჩეხეთის და ალბანეთის მსგავსად, დღევანდელი მატჩიც ქართველი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდება, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს მსოფლიო ჩემპიონატისკენ. ჩვენი ქვეყანა უკვე მოგებული მატჩებით ერთა ლიგის B დივიზიონში B1 ჯგუფის ლიდერია. ქართული სიმღერები, შეძახილები, ჰიმნი, ფეხით მსვლელობა სტადიონამდე – ქართველი ქომაგები ნაკრების გამხნევებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. „ჯვაროსნები“ პოლონეთის უძველეს ქალაქში ოთხი დღის წინ ჩავიდნენ და მოსამზადებელი ვარჯიშებიც გაიარეს. საფეხბურთო კლუბ „ლეხის“ არენაზე ქომაგებმა შეკრება უკვე დაიწყეს. გულშემატკივრები იკრიბებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც მატჩის საყურებლად დიდი ეკრანია დამონტაჟებული.
პოზნანში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – ნინო გაბელია დეტალებით.