უკრაინა, საქართველო, მოლდოვა - განაცხადების განხილვა ევროკავშირში

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის პასუხის მოლოდინში. ვიდრე ევროკომისია წევრობაზე სამივე ქვეყნის განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს, მანამდე ევროპარლამენტში დისკუსია გრძელდება. წინასწარი პროგნოზები და ევროპელი დეპუტატების გზავნილები იმედის მომცემია. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად შესაბამისი პროცედურების დაჩქარების იმედი აქვს ქართულ მხარესაც. ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირმა აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ მეტი მხარდაჭერა აჩვენოს და მათი უსაფრთხოება გააძლიეროს, თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება, რაც პირველ რიგში, რეფორმების გატარებაზე გადის.

„მოამბე“ სტრასბურგიდან, – ანა ბროლაძე ისმენს ევროპარლამენტარების გზავნილებს.