უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის ნაწილების მობილიზების ფონზე, დასავლეთი რუსეთზე დიპლომატიური ზეწოლით ვითარების დეესკალაციას ცდილობს. ევროპისა და ამერიკის ლიდერები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ შეიჭრას უკრაინაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს. ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართულია საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის აგრესიული გეგმების განეიტრალებას მოსკოვში შეეცადა. პუტინთან შეხვედრაზე ნახსენები იყო საქართველოც. სამხედრო საფრთხესთან ერთად, ევროპის მიზანია, თავიდან აირიდოს შესაძლო ენერგეტიკული კრიზისიც.