მნიშვნელოვანი შეთანხმების გარეშე დასრულდა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც. უკრაინის დელეგაციის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, გარკვეული პროგრესი შეინიშნება ჰუმანიტარული დერეფნების ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. რუსული მხარის ინფორმაციით, მათ კონკრეტული პროექტები, დოკუმენტები და შეთავაზებები ჰქონდათ, თუმცა ამ დოკუმენტებს უკრაინის წარმომადგენლებმა ხელი არ მოაწერეს და თავდაპირველად დოკუმენტების დეტალური გაცნობა გადაწყვიტეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიგეგმება მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა.