მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ამ წუთებშიც გრძელდება. უკრაინის და რუსეთის დელეგაციების შემადგენლობა უცვლელია. მხარეები ერთმანეთს კვლავ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, ბელოვეჟსკში ხვდებიან. მოსკოვი მზად არის, საომარი მოქმედებები შეწყვიტოს, თუ უკრაინა უბლოკო სტატუსს, ასევე ყირიმის და დონეცკის და ლუგანსკის ოლქების აღიარებას დათანხმდება. ოფიციალური კიევი კი რუსეთისგან საომარი მოქმედებების შეჩერებას და ჯარების გაყვანას მოითხოვს. ოთხი დღის წინ, მოლაპარაკების მეორე რაუნდი ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაზე შეთანხმებით დასრულდა, თუმცა პირობა ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. უკრაინული მხარე მიზეზად რუსეთის მიერ დაყენებულ წინადადებას ასახელებს, რომელიც უკრაინელების ბელარუსსა და რუსეთში გადასვლას გულისხმობს. ეს წინადადება კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელი და ცინიკურია.