მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბელარუსის ბრესტის ოლქია, სადაც უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს.
რამდენჯერმე გადადებული შეხვედრა უკვე ორ საათზე მეტია გრძელდება. მოსკოვს და კიევს კვლავ პუტინის თანაშემწე და უკრაინის მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე წარმოადგენენ. დღის წესრიგშია ორივე მხრიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის და საერთაშორისო ჰუმანიტარული საკითხები. რაც შეეხება პირობებს – რუსეთი ერთ-ერთ მოთხოვნად დემილიტარიზაციას აცხადებს. კიევი კი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას ითხოვს.