უკრაინა - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მთავარი თემა

შესაძლებელია თუ არა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილება? – ამაზე კონკრეტული პასუხი არავის აქვს, თუმცა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამომსვლელი ლიდერები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, რადგან დიპლომატიური გზით ვითარების დეესკალაციის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, ამ შემთხვევაში რუსეთმა თავისი განცხადებები ქმედებებით უნდა დაადასტუროს და ძალები უკრაინის საზღვრიდან გაიყვანოს.

დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ევროპა უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე დგას.