ჩინური რაკეტის „ლონგ მარჩის“ ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. ჩინეთის კოსმოსური ინჟინერიის ოფისის ცნობით, რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა, ნარჩენები კი რამდენიმე საათის წინ ინდოეთის ოკეანეში, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩავარდა. 21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა. რაკეტის გამწევმა დედამიწის გარშემო უკონტროლოდ დაიწყო მოძრაობა, რის შემდეგაც ატმოსფეროში შემოვიდა.