უკანონო სახერხი საამქროების დალუქვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. კანონდარღვევის ფაქტები სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში დაფიქსირდა. კანონდარღვევები გამოვლენილია ხარაგაულსა და ბოლნისშიც. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული ჯამში, 27 ერთეული მორი და სამ კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი უკვე დალუქულია, საქმე კი შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.