უკანონო ნაგებობების დემონტაჟი

უნებართვო შენობების დემონტაჟის გამო თბილისის მერია მედიის ყურადღების ცენტრში რჩება. აფრიკის დასახლების შემდეგ, ამჯერად პროცესებმა სამგორის რაიონში მდებარე თვალჭრელიძის ქუჩაზე გადაინაცვლა. სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების არგუმენტით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ამჯერად შვიდი ნაგებობა დაანგრია. მათ მფლობელებს შორის ერთ-ერთი თბილისის მერიის თანამშრომელიც აღმოჩნდა. უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე მოქალაქეებს მერმა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათთვის მერიაში სპეციალური სოციალური პროგრამები მოქმედებს.