უკანონო გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვა

სააპელაციო სასამართლოს წინა ხელისულების დროს გამოტანილი ცხრა გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვა მოუწევს.

პროკურატურაში ხუთი წლის წინ შექმნილმა დეპარტამენტმა მოკვლევის შემდეგ დაასკვნა, რომ ცხრავე შემთხვევაში ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ იკვეთება. და ეს მაშინ, როდესაც თავის დროზე რამდენიმე ფიგურანტმა სასჯელი მოიხადა, ნაწილს კი გირაოს სახით სოლიდური თანხის გადახდა მოუხდა. ცხრა საქმიდან ზოგიერთი რეზონანსულია. მათ შორისაა ფიროსმანის ნახატთან დაკავშირებული გამოძიება. ყოფილი მსჯავრდებულები ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული ძიება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.