მორიგი უკანონო დაკავება – რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულის გასათავისუფლებლად ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.