პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო დაკავებულია 8 პირი. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია რევოლვერი, პისტოლეტები, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი. მჭიდები და ვაზნები ასევე ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.