უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება შიდა ქართლში. რუსმა ოკუპანტებმა თხრილები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გაავლეს. სპეციალური ტექნიკა ადგილზე სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. უკვე არსებულ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებთან ახალი თხრილებია გაკეთებული, რომელთა დანიშნულებაც უცნობია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. უკანონო პროცესის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკითხს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე განიხილავენ.