უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ყარაფილასთან

შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაცია ისევ გრძელდება – კნოლევის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა თხრილები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გაავლეს. სპეციალური ტექნიკა ადგილზე სამი დღის განმავლობაში მუშაობდა. მიმდინარე პროცესს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ნინო ფისაძეა დეტალებით ადგილიდან.