უჯარმის რეაბილიტაცია

უძველეს ციხე-ქალაქში მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. უჯარმის კომპლექსი ტურისტული ინფრასტრუქტურით აღჭურვეს.

მეოთხე საუკუნის უნიკალურ ძეგლს, რომლის განვითარება ვახტანგ გორგასალს უკავშირდება, რესტავრაცია მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად უტარდება.

სამუშაოების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული ფენა გამოიკვეთა.