აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმამ შესაძლოა, წელს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. უილიამ ბერნსმა აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. როგორც ბერნსი აცხადებს, დამატებითი დახმარებით უკრაინა შეძლებს ფრონტზე პოზიციების გამყარებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისამდე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას მოლაპარაკებები უფრო მყარი პოზიციიდან აწარმოოს.