შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები განიხილეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მუშაობა უფრო კოორდინირებული უნდა გახდეს. ციხელაშვილის თქმით, სამუშაო პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.