უფლისციხის პროექტი 2018 წლის ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია.
ძეგლზე კომპლექსური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და ერთიანი კვლევების საფუძველზე შემუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიმუშავებს.
გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები.
პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.